| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში ევროპული უნივერსიტეტების კონსორციუმს (EUC) უმასპინძლეს.
27 მარტს სკოლას ეწვივნენ ევროპული უნივერსიტეტების - IE University (ესპანეთი) Bocconi University (იტალია) Modul University (ავსტრია) Constructor University (გერმანია) Brussels School of Governance (ბელგია) წარმომადგენლები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრა მიზნად ისახავდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ინფორმირებას საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შესახებ. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები უშუალოდ უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან.
მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გარდა იმისა რომ ზრუნავენ მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე, ასევე დამამათავრებელი კლასების მოსწავლეებს პროფესიული ორიენატიის განსაზღვრაშიც ეხმარებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში საოცარი საშემემოდგომო განწყობა დატრიალდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა