| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო პროექტში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
სკოლის დირექცია მოსწავლეთა მორიგი წარმატების შესახებ გვიზიარებს - ოლიმპიადა „ევერესტის“ ოქროს ტურის გამარჯვებული გახდა მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ მოდებაძე.
„კინგსის“ 2025 წლის შემოდგომის ტურის გამარჯვებულები კი ქართულ ენასა და მათემატიკაში არიან მოსწავლეები - ოთო ცუცქირიძე, ბარბარე წერეთელი, ლიზი ასანიძე და მარიამ მოდებაძე.
ეს გამარჯვება ამ მოსწავლეების შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია.
„ჩვენი სკოლა ყოველთვის იყო და არის. სივრცე, სადაც ცოდნა, შრომა და მიზანდასახულობა წარმატების მყარ საფუძვლად ყალიბდება. ასეთი მიღწევები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სკოლის მაღალ საგანმანათლებლო სტანდარტს, მასწავლებელთა პროფესიონალიზმსა და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას.
მადლობა მასწავლებელს ქალბატონ ინგა ლეჟავას, სკოლის დირექტორს, ქალბატონ ცირა ბრეგვაძეს, რომლის მხარდაჭერა მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია ჩვენი სკოლის მოსწავლეების არაერთი გამარჯვებისა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა