| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ემპათიის, თანადგომისა და განსხვავებულობის მიღების კულტურის ჩამოყალიბება.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ერთობლივად შექმნეს კედლის გაზეთები და გააჟღერეს თავიანთი გზავნილები თემაზე - „სხვადასხვა ფერი ერთ სამყაროში“.
მე-3 კლასის მოსწავლე ნინი სურმანიძემ წარადგინა საინტერესო პრეზენტაცია დაუნის სინდრომის შესახებ. ასევე გაიმართა მოკლე ვიდეორგოლის ჩვენება, რის შემდეგაც მოეწყო დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი აზრები და შეხედულებები განსხვავებულობის მიღებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ემპათიის, ტოლერანტობისა და ინკლუზიური ღირებულებების გაძლიერებას.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - მარინა საგინაძემ, სოფო საგინაძემ, მეგი ფარჯიანმა და ნინო შამანაძემ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა