| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
25 მარტს, მე-7ა კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ასმათ როსტიაშვილის ხელმძღვანელობით, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმს ესტუმრნენ.
ექსკურსიის ფარგლებში მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში თემაზე - „ვახტანგ გორგასალი, ძლიერი მეომარი და თბილისის აღმშენებელი“. თეორიულ ნაწილში მოსწავლეები გაეცნენ მეფის მოღვაწეობას და მის ისტორიულ როლს. პრაქტიკულ ნაწილში კი მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში, ასევე შეასრულეს შემოქმედებითი დავალება - შექმნეს ვახტანგ გორგასლის მუზარადი.
გასვლითი ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ბავშვებმა ცოდნა გაიმდიდრეს და თბილისის ისტორიის შესახებ მეტი შეიტყვეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა