| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია. ისინი არასდროს ივიწყებენ მშობლიურ გარემოსა და მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებულ შრომას.
სკოლაში მადლობას უხდიან სოსო და დავით თოდრიებს, რომელთა დახმარებით მოწესრიგდა სკოლის მეორე სართულის დერეფნებისა და საკლასო ოთახების ელექტროგაყვანილობა. სკოლის კეთილმოსურნეებმა წინასაახალწლოდ სკოლის პედაგოგებიც დაასაჩუქრეს.
„იანეულის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ჩვენი სკოლის შვილებს - სოსო და დავით თოდრიებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავისი სიყვარული მშობლიური სკოლის მიმართ. რაც გამოიხატება იანეულის საჯარო სკოლის მეორე სართულის დერეფნებისთვის და საკლასო ოთახებისთვის განათებისა და ელექტრო გაყვანილობის კეთილმოწყობაში.
გარდა ამისა, საახალწლო საჩუქრები პედაგოგებისთვის და სკოლის პერსონალისთვის არ დავიწყებიათ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გამრავლდით და გაიხარეთ“, - ვკითხულობთ სკოლის წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა