სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე-მასწავლებლებმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
16-10-2025
-
+


13 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ხსოვნას.

მოსწავლეები დილით ადრიანად გაემგზავრნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, სადაც 33 წლის წინათ - 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა მერაბ კოსტავა.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით - მერაბ კოსტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულეს და მერაბ კოსტავას ღვაწლი ქართველი ერის წინაშე გაიხსენეს: უბისის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა პაისი კუკულავამ, თბილისის წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძრის წინამძღვარმა, საატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, და ბათუმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თეიმურაზ ყურავამ. პანაშვიდს ესწრებოდნენ სოფელ ბორითის საჯარო სკოლის დირექტორი - სერგო ლაბაძე, პედაგოგები და მოსწავლეები, ვერტყვიჭალისა და დაბა ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, სოფელ ბორითისა და ვერტყვიჭალის ტაძრების მრევლი. აგრეთვე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენლები.

პანაშვიდის შემდეგ ბორითის კულტურის ცენტრში გაიმართა საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბორითის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი „ბორა“ (ხელმძღვანელი მაკა კოდუა), დაბა ხარაგაულის N2  საჯარო სკოლის მოსწავლეები და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი იონა (ტარიელ) ხუციშვილი).

ღონისძიების შემდეგ თბილისის თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა​ და ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მოილოცეს უბისის წმიდა გიორგის სახელობის მონასტერი, იგალობეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და მონასტრის ეზოში შეასრულეს სიმღერა „შავლეგო“. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება