სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნდობასა  და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობა სასკოლო ცხოვრებაში სრულ ჰარმონიას ქმნის“ - წნორის N3 სკოლის დირექტორი ეკა კოზაკიშვილი
09-10-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის ცხოვრება ენთუზიაზმით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით არის სავსე. სწორედ ასე დაიწყო სასწავლო წელიც - დიდი შემართებითა და სრული მზადყოფნით. 

როგორც სკოლის დირექტორი ეკა კოზაკიშვილი აღნიშნავს, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი მაღალორგანიზებული და მოტივაციით სავსე პროცესია. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან და ახალი თაობის მიღება გამორჩეულად ახარებთ. 

„სკოლა საშუალოა და სულ 245 მოსწავლე ირიცხება, მათგან 28 პირველკლასელია, თუმცა კიდევ ველოდებით ბავშვებს და ეს რიცხვი გაიზრდება. ყოველი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული ვხვდებით, გადანაწილებული გვაქვს საათები და დასახული გვაქვს სასწავლო გეგმა, ყველა არსებულ სიახლეებს აქტიურად ვეცნობით და ვნერგავთ, რათა მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და სახალისო იყოს სასწავლო პროცესი “,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში მოსწავლეთა განათლებაზე 28 სერტიფიცირებული პედაგოგი ზრუნავს, რომლებიც სიყვარულით უზიარებენ მოსწავლეებს ცოდნას და ბოლომდე იხარჯებიან, რომ მათ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ. 

„სკოლაში 28 სერტიფიცირებული პედაგოგი მუშაობს, სპეცმასწავლებლების ჩათვლით, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით უზიარებენ მოსწავლეებს ცოდნას, სასწავლო პროცესს თანამედროვე მეთოდებითა და სხვადასხვა სიახლეებით ამრავალფეროვნებენ. 

„წელს, წარმატებით დავაკმაყოფილეთ ავტორიზაციის სტანდარტები და უკვე ავტორიზებული სკოლა ვართ, რაც ძალიან მახარებს. გვაქვს უამრავი აქტივობები, მაგალითად, ახლახან, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩართული იყვნენ სპორტულ ღონისძიებაში, მეზობელ სოფელს სტუმრობდნენ, სადაც მხიარულად და სასიამოვნოდ წარიმართა შეჯიბრი. ასევე, გვაქვს კლუბები, მათ შორს დებატების და სხვა საინტერესო მიმართულებების, მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველივე ამის დამსახურებაა მოსწავლეთა ცოდნის მაღალი ხარისხი. მაგალითად, შარშან, ჩვენი მოსწავლეები ერთ-ერთ პროექტში მიღწეული წარმატების შემდეგ პოლონეთში იმყოფებოდნენ. 

საამაყოა, რომ მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. წელს, ჩვენი 29 კურსდამთავრებულიდან ორი ოქროსმედალოსანი იყო. მათგან უმეტესობამ წარმატებით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, რაც ძალიან გვახარებს. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ის ძალისხმევა, რასაც პედაგოგები თითოეულ მოსწავლეში დებენ უკვალოდ არ იკარგება“,- ამბობს ეკა კოზაკიშვილ, რომელიც მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას 29 წელია ემსახურება. 

„ეს სკოლა ჩემთვის ოჯახია“,-  ამბობს ის და დასძენს, რომ ხელმძღვანელის მთავარი დანიშნულებაა იყოს სამაგალითო და -  როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების აქტიური მხარდამჭერი. „ნდობასა და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობა ქმნის ნამდვილ ჰარმონიას სასკოლო ცხოვრებაში“,- ამბობს დირექტორი და ხაზგასმით აღნიშნავს მოსწავლეებთან მჭიდრო და ურთიერთპატივისცემაზე აგაბული ურთიერთობების მნიშვნელობას. 

„20 წლიდან, აგერ უკვე უკვე 29 წელი, ამ სკოლაში ვასწავლი, 4 წელია, რაც დირექტორად დავინიშნე. ეს სკოლა მაქვს დამთავრებული და ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი აქ მაქვს გატარებული, ჩემთვის ეს სკოლა ოჯახია, ძვირფასი და ახლობელი. გულსა და სულს ვდებ მისი განვითარებისა და წარმატებისთვის, მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელი ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს, მხარდამჭერი და მოტივაციის მიმცემი როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. უნდა მოისმინოს და გაითვალისწინოს ყველას აზრი და, შეძლებისდაგვარად, გვერდში დაუდგეს მოსწავლესა თუ მასწავლებელს. ასეთი ურთიერთობა ქმნის სრულ ნდობას და პატივისცემას, რაც სასკოლო ცხოვრებაში აუცილებელია, რადგან ნდობაზე  და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობა სრულ ჰარმონიას ქმნის როგორც ურთიერთობაში, ასევე სასკოლო ცხოვრებაში.

მოსწავლეები, რომელთა გარეშეც სკოლა არ იარსებებს, ჩემთვის ყველაზე საყვარლები და ძვირფასები არინ, მე მათი დიდი მეგობარი და მხარდამჭერი ვარ. მიმაჩნია, რომ თითოეული მოსწავლის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება აუცილებელია. როცა ისინი გრძნობენ, რომ უსმენ, უგებ და უყურადღებოდ არ ტოვებ  ურთიერთობის პრობლემა ადვილად გვარდება. თითქმის ყველა მოსწავლის სწრაფვა, სიხარული და პრობლემა ვიცი. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს მოსწავლე და მნიშვნელოვანი არ იყოს მისი ლხინი თუ ჭირი, თუ ასეა მაშინ არ ხარ პედაგოგი და უნდა შეიცვალო პროფესია“,- ამბობს სკოლის დირექტორი. 

ეკა კოზაკიშვილი გულდაწვეტით საუბრობს თანამედროვე ბავშვების წიგნთან დაშორებაზე და არასდროს წყვეტს მოსწავლეებისთვის იმის შეხსენებას, რომ წარმატების ერთადერთი გზა ცოდნის დაგროვება და კითხვის სიყვარულია. 

„ერთადერთი, რაც ძალიან მაწუხებს ახალი თაობის წიგნთან დაშორებაა. ტექნოლოგიების საუკუნეში წიგნის კითხვის კულტურა დაიკარგა, ყოველ გაკვეთილზე ამას ვუხსნი და ვთხოვ ბავშვებს შეიყვარონ წიგნი, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. მინდა მათ იცოდნენ, რომ ეს მათივე წარმატების ერთადერთი საწინდარია, რადგან უწიგნური ადამიანი არც თავის თავს გამოადგება და არც ქვეყანას. 

ჩემო ძვირფასო ახალგაზრდობავ შეიყვარეთ წიგნი, გაიზარდეთ, ისწავლეთ იშრომეთ, რადგან თქვენ ჩვენი ნათელი მომავალი ხართ და თქვენზეა დამოკიდებული როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ“,- ასეთია დირექტორის ახალგაზრებისადმი გზავნილი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება