| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლა ახალი, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას ზარ-ზეიმით შეხვდა.
გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ, სასკოლო გარემო მორთეს, ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ამ დღის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ. პატარებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. მათ ცოდნის სამყაროში მეგზურობას მოსიყვარულე და მზრუნველი მასწავლებლები გაუწევენ.
სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
„გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!
„ვინც სწავლას წყვეტს, ახალგაზრდობის მიუხედავად ბერდება; ვინც სწავლობს, მუდამ ახალგაზრდაა.“ – ჰენრი ფორდი.
გისურვებთ, რომ მუდამ ახალგაზრდულად და ენერგიულად შეხვდეთ ცოდნის გზას.
წინ გელით ახალი აღმოჩენები და წარმატებები!“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა