| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ქეთი კოპალიანმა და მარიამ ქომეთიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
ქეთი კოპალიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მარიამ ქომეთიანი კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერაიტეტში სწავლას გააგრძელებს „მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე“ მიმართულებით „დაწყებითი განათლება“.
სკოლის დირექტორი ნათია კოპალიანი ახალგაზრდებს გამოცდებზე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა, დღეს კი მათი წარმატებით ხარობს, ამაყობს, რომ მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და სკოლის აღზრდილები ახლა უკვე პროფესიას უმაღლეს სასწავლებელში დაეუფლებიან.
სკოლის ხელმძღვანელი ქეთი კოპალიანსა და მარიამ ქომეთიანს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებს.
„გილოცავთ, ჩვენო ძვირფასებო! სიხარული და სიკეთე არ მოგშლოდეთ! წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას გისურვებთ!“,- წერს დირექტორი ნათია კოპალიანი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა