სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„წამყვანი მასწავლებელი ქიმიოთერაპიის კურსს გადის და მაინც აბარებდა გამოცდას, ხელფასის დაკლების შიშით“ - პედაგოგები გამოცდებზე საუბრობენ
23-07-2025
-
+


დღეს, 23 ივლისს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის ბოლო ტესტირება ტარდება. თუ გამოცდების სტატისტიკას გადავხედავთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აპლიკანტების საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოცდებზე არ გამოცხადდა და ეს მაჩვენებელი თითოეულ სესიაზე, 14-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. რა არის ამის მიზეზი? - სოციალურ ქსელში მასწავლებლები მთავარ ფაქტორად სახელფასო პოლიტიკის ცვლილებას ასახელებენ და იმასაც აღნიშნავენ, რომ წამყვან-მენტორების სტატუსის დანამატები და ზოგადად, სკოლაში დასაქმებულთა ანაზღაურება იმდენად მწირია, რომ ადამიანებს უბრალოდ აღარ უღირთ იმ სტრესის გავლა, რაც გამოცდებს ახლავს. გთავაზობთ შეფასებებს:

„მე ვიყავი გამოცდაზე. ჩემს ოთახში იყო ერთი პედაგოგი (სხვათა შორის წამყვანი), გამოცდაზე ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ არ დაუტოვებია საგამოცდო ოთახი. შემდეგ გარეთ შევხვდი მას... მოვიკითხე, მითხრა რომ ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. იმის შიშით, საბაზო/საშუალო საფეხურზე კომპეტენციას თუ არ დაადასტურებს, ხელფასი შეუმცირდება [გამოცდაზე მაინც გავიდა], იბრძვის ადამიანი სიცოცხლისთვის და საარსებო წყაროსთვის. ამას ვინმე ითვალისწინებს? 20-25 წელი რომ მუშაობს პედაგოგი და საკმაოდ წარმატებულად, რატომღა უნდა სჭირდებოდეს იმის მტკიცება, რომ კომპეტენტურია? ადამიანები არ არიან პედაგოგები? თუ რობოტები ჰგონიათ მართლა? ახლა, ღმერთმა არ ქნას და თუ ვერ გადალახა ზღვარი ამ პედაგოგმა, წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდება? სიცოცხლეზე იდარდოს თუ სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი მკურნალობისთვის საჭირო ფინანსების გამო?“

„ჩემი აზრით, სულ სხვანაირი გამოცდებია საჭირო, რომელიც მთლიანად მეთოდიკაზე იქნება დაფუძნებული. პრობლემა ისაა რომ მასწავლებელს ვერ შეაფასებ ჩატარებული გაკვეთილით, რადგან საქართველოში კორუფციაა და ნეპოტიზმი. აი, როდესაც კორუფცია აღმოიფხვრება, შემდეგ შეიძლება ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით მასწავლებლის შეფასება“.

„შეურაცხმყოფელია! მაგისტრის ხარისხის მქონე ადამიანს, რომელსაც შავით თეთრზე უწერია - წარჩინებით დაასრულა უნივერსიტეტი და მიენიჭოს მასწავლებლის უფლებაო, რა უფლებით უწესებენ უშინაარსო გამოცდას, ან რა საკითხებია, გაუმართავი, საერთოდ რომ არ შეესაბამება იმ საგანს, რასაც აბარებენ, მინახავს საგანჩაბარებული პედაგოგი, სუფთა ფაშისტი, მკაცრი, გაუწონასწორებელი, ღრიალით რომ ატარებს გაკვეთილს და დაბალ შეფასებას უწერს მოსწავლეს, რომელიც შიშით ვერ იხსნება გაკვეთილზე... ასეთ პედაგოგს უწოდებენ უფროსს, საგანჩაუბარებელი ბევრი მინახავს, სულს და გულს რომ დებს მოსწავლეში, სტატუსი არაფერს ნიშნავს, მთავარია, სულით იყო პედაგოგი, მოსწავლესთან და ღმერთთან მართალი“.

„მასწავლებელი უნდა ასწავლიდეს სიბრძნით, სიყვარულით, თავმდაბლობით. უნდა იყოს მწიგნობარი, მჭევრმეტყველი, ტკბილმოუბარი. მასწავლებელს აქვს უდიდესი მისია, აღზარდოს ჩვენი მომავალი თაობა სწორად“!

„ერთ ახალგაზრდა გოგონას მოსთხოვა დირექტორმა გამოცდის ჩაბარება, სამსახურის დაკარგვის შიშის გამო 30 წლის ასაკში ახალნაოპერაციები, რადიოთერაპიის მკურნალობის მოლოდინში, გავიდა გამოცდაზე, ღვთის წყალობით ჩააბარა ღმერთმა ჩააბარებინოს ამ პედაგოგსაც და მალე გამოჯანმრთელდეს! სტრესი და ნერვიულობა არ შეიძლება მისთვის... სერტიფიცირება ზოგჯერ სულ არ ნიშნავს კარგ პედაგოგობას“!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებელები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება