სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უჭირთ აზრის ჩამოყალიბება, კრიტიკული აზროვნება და აქვთ მწირი ლექსიკა... - UNICEF-ის კვლევა საქართველოს სტუდენტებზე
16-07-2025
-
+


საქართველოში სტუდენტებს გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირთ აზ­რე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა­ და მისი ნათ­ლად გა­მო­ხატ­ვა, წე­რი­ლო­ბი­თი უნა­რე­ბი - აღნიშნულის შესახებ UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. 

საქართველოში ახალგაზრდების უნარების და საკვანძო კომპეტენციების შეფასების კვლევამ  შვიდი რეგიონი მოიცვა: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე და ახალქალაქი. კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა ეთნოსისა და აკადემიური მოსწრების 155 სტუდენტი.

კვლევის შედეგების მიხედვით :

  • მო­ნა­წი­ლე­თა მე­ოთხედს გა­უ­ჭირდა აზ­რე­ბის და­ლა­გე­ბუ­ლად გად­მო­ცე­მა და ხში­რად იყე­ნებ­დ­ნენ მარ­ტივ, მწირ ლექ­სიკას, ან სრუ­ლად ვერ გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ აზრებს, რაც ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ­ში ფრუს­ტრა­ცი­ას და მღელ­ვა­რე­ბას იწ­ვევ­და;
  • მო­ნა­წი­ლე­თა მე­სა­მედს გა­უ­ჭირ­და და­მაჯე­რე­ბე­ლი, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა, რაც კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­სა და დე­ბა­ტებ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და;
  • ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენლე­ბი არ ფლო­ბენ ქარ­თულ ენას სათანადოდ, რაც სა­ჭი­როა მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის აკა­დე­მი­ურ პრო­ცეს­ში;
  • ბევ­რი სტუ­დენ­ტი ვერ აკავ­ში­რებს მეც­ნიე­რე­ბის ცოდ­ნას კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის პერ­სპექ­ტი­ვას­თან ისეთ დარ­გებ­ში, რო­გო­რი­ცაა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, ენერ­გე­ტი­კა ან ქი­მი­ური პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა;
  • ბევრს უჭირს მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბის პრაქ­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა;
  • ბევ­რ­მა აღნიშნა, რომ უჭირს ნამ­დვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან გარ­ჩე­ვა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა, რის გა­მოც თავს და­ცუ­ლად ვერ გრნო­ბენ;
  • მო­ნა­წი­ლე­ებ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა ში­ში, რომ ტექ­ნოლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ადა­მია­ნებს და­ა­კარ­გ­ვი­ნოს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, გა­აქ­როს ტრა­დი­ცი­ე­ბი და და­აკ­ნი­ნოს ადა­მია­ნუ­რი კავ­ში­რე­ბი;
  • მონაწილეები ამბობენ, რომ ხში­რად გრძნობენ მო­ტი­ვა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას სა­ზო­გა­დო­ებრი­ვი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტრუქ­ტუ­რების გა­მო;
  • მო­ნა­წი­ლე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ გა­მო­ავ­ლინა კარ­გი ცოდ­ნა მა­თი, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის რო­ლი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის კუთხით, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე, მათ შო­რის, ადგი­ლობ­რივ გა­რე­მოს­დაც­ვით პრობ­ლე­მებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის თვალ­საზრი­სით;
  • ხარ­ვე­ზი შე­ი­ნიშ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით აზ­როვნე­ბას, თვით­გა­მო­ხატ­ვას და სა­მე­წარ­მეო უნარებს შო­რის. ბევ­რი მი­უ­თი­თებს ამ კუთხით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სურ­ვილ­ზე;
  • ახალ­გაზ­რ­დე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა ისა­უბ­რა ფსი­კი­ქუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მომსა­ხუ­რე­ბე­ბის შეზღუ­დულ ხელ­მი­საწ­ვ­დომო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, ფი­ნან­სუ­რი ხელმი­საწ­ვ­დო­მო­ბის და სტიგ­მის კუთხით, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი­ა;
  • ბუ­ლინ­გი და ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­სახელ­და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობლე­მე­ბის ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბულ ხელ­შემწყობ ფაქ­ტო­რად.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

„ეს იყო ყველასთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი დღე“

მონაწილეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს დავალებები და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, პასუხისმგებლობა და შემოქმედებითი შესაძლებლობები

მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება