სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დაგვიმატეთ 2 ქულა - კითხვები არასწორია, შეცდომაა თარგმანში... აღიარეთ შეცდომა!“ - აბიტურიენტების ნაწილი NAEC-ს მიმართავს  
11-07-2025
-
+


მას შემდეგ, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ტესტი გამოაქვეყნა, გამოსაცდელებმა ღიად დააფიქსირეს უკმაყოფილება საკითხების თარგმანში დაშვებული შეცდომის, ასევე გარკვეული უზუსტობების გამო.

„გამარჯობა. ორ შეკითხვაში შეცდომაა:.პირველი - 21-ე შეკითხვაში აზერბაიჯანელმა აბიტურიენტებმა ვერ განსაზღვრეს, „მაკა“ ქალის სახელი იყო თუ მამაკაცის. მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ეს ქალი სახელია, აზერბაიჯანულად ეს უფრო მამაკაცის სახელს ჰგავს (აზერბაიჯანულში მუჰამედის შემოკლებული ფორმაა). შესაბამისად, ზოგიერთმა აბიტურიენტმა ამ კითხვას ვერ უპასუხა.

მეორე - 69-ე შეკითხვაში პირობა არასრულია. არ არის მითითებული, მოცემულია თუ არა ზრდადობით დალაგებული რიცხვები ვარიანტებს შორის.

ვფიქრობ, ორივე შეკითხვისთვის ყველა აბიტურიენტს უნდა დაემატოს 2 ქულა“.

„აღიარეთ თქვენი შეცდომა. კითხვები აშკარად არასწორია. თუ ამბობ, რომ სწორია, დაამტკიცეთ ეს“.

„გამარჯობა.ზოგადი უნარების გამოცდაზე 69-ე შეკითხვაში სომხური ენის ტესტი განვიხილე და იქ მითითებულია მთელი რიცხვების რაოდენობა, რომელიც სამია. ამის გამო პასუხი გამოდის 11. მაგრამ აზერბაიჯანულ ენაში თარგმანში მთელი რიცხვების რაოდენობა არაა მითითებული საკითხში, ამიტომაც ამ შეკითხვაში სწორი პასუხის არჩევა შეუძლებელია. გაითვალისწინეთ, რომ შეცდომა თარგმნაშია. თუ შეიძლება ამ ინფორმაციის შემდეგ კიდევ ერთხელ შეამოწმეთ საკითხი“.

„აღიარეთ თქვენი შეცდომები და მოგვცეთ ქულები, რომელთაც ვიმსახურებთ“.

„69-ე კითხვაში არასაკმარისი პირობის გამო, არასკმარისი თარგმანის გამო რატომ უნდა დაგვაკლდეს აბიტურიენტებს -1 ქულა ეს ხომ ჩვენი შეცდომა არ არის... რომ გადავხედეთ სომხურ ზოგად უნარებს სხვანაირად ეწერა პირობა. ვითხოვთ, რომ არ დაგვაკლდეს -1 ქულა თქვენი არასწორი თარგმანის გამო“.

„თუ პერსონაჟის სქესის ცოდნა სწორ პასუხზე გავლენას ახდენს, ეს ინფორმაცია უნდა იყოს ნათლად მითითებული.

ასეთი სახელები, რომლებიც კონკრეტული ეთნიკური ჯგუფისთვის გაუგებარია, ტესტში არ უნდა გამოიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეფასება იქნება არაობიექტური და უთანასწორო“.

„გამარჯობა, გამოცდაზე იყო არაერთი კითხვა, რომელთა შინაარსი ბუნდოვანი და გაუგებარი იყო. ზოგ შემთხვევაში სრულიად არ იყო ნათელი, რას ითხოვდით ჩვენგან. ეს საგრძნობლად ამცირებს რეალური ცოდნის შეფასების შესაძლებლობას. მოვითხოვთ, შეფასება მოხდეს სამართლიანად და ობიექტურად“, - ასე ეხმაურებიან ზოგადი უნარების გამოცდაზე გასული აპლიკანტები ტესტში მოცემულ საკითხებს,

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კი აღნიშნავს, რომ ტესტში შეცდომები არ არის. 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება