| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები სავარაუდოდ არ დასრულებულა. შიდა წრეებში, აქტიურად საუბრობენ, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო, ერთადერთი სსიპ-ი არ არის, რომელიც გაუქმდა და მის ბედს მალე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - „ემისი“ გაიზიარებს(?!).
აღნიშნული ინფორმაცია უკვე აქვთ განათლების სამინისტროს თანამშრომლებს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
როდის გამოცხადდება „ემისის“ ლიკვიდაცია - ამ ეტაპზე დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. სამინისტროს კულუარებში იმის პროგნოზირებაც უჭირთ, რა ელით მართვის საინფორმაციო სისტემაში დასაქმებულ კადრებს და ვერც იმას გვეუბნებიან, გააფრთხილებენ თუ არა მათ წინასწარ. მით უმეტეს, პრეცედენტი - თანამშრომლებს სამსახურის გაუქმების ამბავი სატელეფონო „მესიჯებით“ რომ გააგებინეს - უკვე არსებობს.
საკითხის გადამოწმება განათლების სამინისტროში ვცადეთ, ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ „ემისის“ ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ინფორმაციისთვის: 1-ელი სექტემბრიდან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება. ინფორმაცია სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ ორიოდე კვირის წინ გავრცელდა და უკვე შესაბამისი ბრძანებაც არსებობს, ხოლო რაც შეეხება ფუნქციებს, როგორც ცნობილია ისინი ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის გადანაწილდება, კონკრეტულად თბილისში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პასუხისმგებლობა საკრებულოს დაეკისრა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა