სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აკაკი წერეთელი - 185“ - ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს
23-05-2025
-
+


ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 185 წლისთავი შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.  

სოფელი სხვიტორის შესახებ აკაკი წერდა: „სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე“. ამ კეკლუც სოფელს დაჰყურებს მაღალ კლდეზე აგებული ძველი ციხე-მოდინახე, რომელიც აკაკის დახასიათებით, „ციხეთ-ციხე, ამაყი ციხეა“, მტრების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლებისა და მრავალი მწარე დროების მოწამე.

აკაკის ძლიერ უყვარდა საკუთარ სოფელ სხვიტორის შუაგულში მიმდინარე გიჟმაჟი ხევის წყალი – ჩიხურა. უყვარდა არა მხოლოდ თავისი სოფელი და ხევი, არამედ სრულიად საქართველო, სამშობლო, რაც  მის შემოქმედებაში თვალნათლივ აისახა კიდეც.

შთამომავლობით აკაკი წარჩინებულ ფეოდალთა გვარეულობას რომ ეკუთვნოდა, წერეთლები ცნობილი თავადები რომ იყვნენ და საქართველოს საისტორიო წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად რომ გვხვდება ამ გვარის გამოჩენილ პირთა სახელები, უცნობი არ გახლავთ ქართველებისათვის. ისიც ფაქტია, რომ წერეთლები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ XVII-XVIII საუკუნეებში. ამ პერიოდში ისინი იმერეთის სამეფო კარზე განსაკუთრებული პატივისცემითაც სარგებლობდნენ და სახელმწიფო მართვა- გამგეობის საქმეში აქტიურ მონაწილეობასაც იღებდნენ. თითქმის ყველა დიდი თანამდებობა სახელმწიფოში მათ ეჭირათ.

გამოიყურებოდა კიდეც აკაკი თავადივით თავისი დიდი თმითა და წვერით. ამ და სხვა საინტერესო ბიოგრაფიულ ცნობებზე ისაუბრეს ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა წმინდა ილია მართლის სახლ-მუზეუმის წმინდა ალაგას, როდესაც დამსწრე საზოგადოების წინაშე მეტად ემოციურად, საინტერესოდ, მრავალი კუთხით თავისი იუმორითა და ილია ჭავჭავაძისადმი დამოკიდებულებებით  წარმოადგინეს საღამო „აკაკი - 185“, ხოლო ღონისძიების ხელმძღვანელი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თათა ფეიქრიშვილი.

როგორც სკოლის პედაგოგი ეკატერინე ავაზაშვილი გვიყვება, საღამო მრავალხმიანი - „მრავაჟამიერის“ დაგუგუნებით გაიხსნა და ენაცვლებოდა ერთმანეთს ბიოგრაფიული ინფორმაციები, პოეზია პატრიოტულ მოტივებზე და მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, უცნობი ფაქტები, იუმორისტული ისტორიები, სიმღერები, ფორტეპიანოზე შესრულებული ნაწარმოები და ანთებული სანთლებით განათებულ სცენას ფონად გასდევდა დოკუმენტური კადრები, ჩანაწერი მისი ცოცხალი ხმის და ეს ყველაფერი იყო იმდენად შთამბეჭდავი, რომ დარბაზში მსხდომი საზოგადოება განაბული უსმენდა მონაწილეებს.

საღამოს ამშვენებდა აკაკის პირადი ნივთები, ხელნაწერები, წერილები, მისი ნაქონი გიტარა და მხატვარ, მოქანდაკე, გრაფიკოს გიორგი კეშელავას მიერ შესრულებული პორტრეტი აკაკისი, სიმბოლურად აკაკის აკვანი.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა, ლეილა ქოჩორაშვილმა ისაუბრა მოსწავლეების ნიჭიერებასა და წარმატებებზე, შეაქო და მადლობა გადაუხადა ლამაზი ღონისძიების წარმოდგენისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე იმსჯელებენ

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

განახლდა მაგისტრატურაზე მისაღებია ადგილების და პროგრამების ჩამონათვალი

უქმდება თუ არა ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონები? - ერთიანი კანონპროექტი პარლამენტს შემოდგომით წარედგინება

კურსდამთავრებულთა უმეტესობა მომსახურებების სფეროზე მოდის - პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება