სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა წერია კლასისა და საფეხურის დაძლევაზე ეროვნულ სასწავლო გეგმაში
19-05-2025
-
+


ეროვნულ სასწავლო გეგმაში პუნქტობრივად არის გაწერილი კლასისა და საფეხურის დაძლევის წინაპირობები. რა უნდა იყოს მოსწავლის წლიური ქულა საგანში რომ დაძლეულად ჩაეთვალოს კლასი, რა დამატებითი ბარიერების დადგენა შეუძლიათ სკოლებს და რა ხდება თუ მოსწავლე ვერ დაძლევს კლასს.

1. სკოლაში კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5.0 ან მეტი და არადიფერენცირებული შეფასების შემთხვევაში მოსწავლეს მიღებული აქვს "ჩათვლა". დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.

2. კერძო სკოლებს უფლება აქვთ დაადგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტისგან განსხვავებული წესი და განსაზღვრონ მხოლოდ საფეხურის დაძლევის ბარიერი და ეს ბარიერი იყოს 5.0 ან მეტი. სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, თუ მოსწავლეს საფეხურის მანძილზე რომელიმე კლასში კონკრეტულ საგანში მიღებული აქვს 5.0-ზე დაბალი შეფასება, მაგრამ საფეხურის ბოლო კლასში მოსწავლეს ამავე საგანში წლიურ ქულად აქვს 5.0 ან მეტი, ის ჩაითვლება საფეხურის ქულად ამ საგანში.

3. საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლებს უფლება აქვთ, დაადგინონ გაძლიერებული საგნის/საგნების დაძლევის განსხვავებული ბარიერი, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერისა.

4. თუ მოსწავლემ კონკრეტულ კლასში ვერ გადალახა კერძო სკოლების და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლების მიერ დადგენილი ბარიერი, მაგრამ დაძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერი, უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლის მომდევნო კლასში.

5. თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე. რემედიაციის პროგრამა სპეციალურად იქმნება კონკრეტული მოსწავლისთვის სასწავლო პროცესში გამოკვეთილი შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით.

6. საშემოდგომო გამოცდის წესსა და პროცედურას განსაზღვრავს თავად სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.

7. რემედიაციის პროგრამაში ჩართული მოსწავლის მობილობის შემთხვევაში მიმღები სკოლა მოსწავლეს რიცხავს ასაკის შესაბამის კლასში და იღებს ვალდებულებას რემედიაციის გზით საგნის/საგნების დაძლევის თაობაზე.

8. რემედიაციის პროგრამა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვარვს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.

9. გამონაკლის შემთხვევაში, დასაშვებია, სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას. თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში.

10. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

11. თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

12. სკოლა ვალდებულია საჭიროებისამებრ შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს მოსწავლე. შინ სწავლების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით და იგი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სასკოლო ფორმა დამტკიცდა - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

ჯაშუშობაში დადანაშაულებული მასწავლებლები და დირექტორები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სუს-ის ანგარიში გამოქვეყნდა

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატებით იასპარეზეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება