სიახლეები
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო გარემოსდაცვით პროექტს შეუერთდნენ
19-05-2025
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოსკოლა, რომლიც წევრებიც მრავალფეროვან ეკოაქტივობებში არაინ ჩართულნი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის ეკოსკოლელები წელს მეოთხედ შეუერთდნენ გარემოსდაცვითი განათლების ფონდის მიერ ინიცირებულ პროექტს - „გლობალური ქმედებების დღეები 2025“, რომლის მიზანია სასკოლო საზოგადოებამ ხვალინდელი დღე გახადოს კლიმატმეგობრული პოზიტიური ქმედებებით.

პროექტის ფარგლებში გაიმართა არაერთი აქტივობა: 

აქტივობა 1 - „ნიადაგის საფარი“.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სკოლისა და პარკის ტერიტორიაზე იპოვეს ნიადაგის ბინადრები, ჭიების სხვადასხვა სახეობა. მათ ამოთხარეს მიწა და ფეხქვეშ აღმოაჩინეს მთელი სამყარო. ამ პატარა არსებებმა ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ბიოლოგიის მასწავლებლის მ.ლოგუას დახმარებით, მათ მიკროსკოპით დააკვირდნენ. გაამახვილეს ყურადღება ფერზე, ზომაზე, ტიპზე. შეიტყვეს, რომ ჭიები ნიადაგის სიჯანსაღეს უზრუნველყოფენ. 
აქტივობა 2 - „გაიცანით ჩვენი მცენარეების დამცავი“

მიზანი: ხეებისა და ტყეების მნიშვნელობის გააზრება წყლის ბრუნვაზე.

მოსწავლეებსთვის გაიმართა საგანმანათლებლო საუბრები, სადაც აღინიშნა, რომ ბუნება ჩვენი მეგობარია და მას ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება.

მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და შეიტყვეს თუ როგორ აფერხებენ ხეები წყალდიდობას და დაბინძურებას.

„გამოვიკვლიეთ, რომ ყვავილები, ხეები, ბუჩქები ხელს უწყობს წყალდიდობისა და დაბინძურების თავიდან აცილებას. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გაისეირნეს ბუნებაში, გამოხატეს მადლიერება ხეების მიმართ, სეირნობისას ისინი ეხვეოდნენ, ეფერებოდნენ ხეებს,სწავლობდნენ ადგილობრივ ხე-მცენარეებს, რომლებიც ხელს უწყობს წყალდიდობის პრევენციას, ამცირებს დაბინძურებას და გააცნობიერეს თუ როგორ იცავენ მწვანე ნარგავები გარემოს“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მათ, ასევე მოაწყვეს გამწვანების აქცია და კიდევ ერთხელ გამოხატეს ზრუნვა და სიყვარული ბუნებისადმი.

აქტივობა 3 - „ბიოეკონომიკა“.

რომლის მიზანი იყო ბიოეკონომიკის მნიშვნელობისა და მისი როლის გააზრება მდგრად განვითარებაში.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდნენ ბიოლოგიის მასწავლებელს, რომელმაც მიაწოდა მათ ინფორმაცია ბიოეკონომიკის შესახებ, ისაუბრა ბიომდგრადი მასალების გამოყენებაზე, ბიოენერგიასა და განახლებად რესურსებზე. მოსწავლეებმა გამოიკვლიეს თუ როგორ გამოიყენება ბიოეკონომიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბუნებრივი საღებავების გამოყენებით შეღებეს კვერცხი. მოაწყვეს ბიოპროდუქტების გამოფენა.

ყურადღება გამახვილდა ფოთლების წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის უარყოფით გავლენაზე გარემოზე, ნარჩენების შემცირების გზებზე, ნარჩენების კომპოსტირებაზე, საკვები ნარჩენების გადაქცევაზე სასარგებლო ნიადაგად.

აქტივობა 4 - „ბუნების ხედვა“.

მათ პლანეტას შეხედეს ბუნების თვალით. გაისეირნეს სკოლის მიმდებარედ ბუნებაში და უფრო მეტი გაიგეს ბიომრავალფეროვნების სილამაზისა და მნიშვნელობის შესახებ. ფოტოებზე აღბეჭდეს ჩვენი პლანეტის პრობლემები, ასევე იპოვეს ბუნების სუფთა და ჯანსაღი ადგილები. ესტუმრნენ ბიოლოგიის მასწავლებელს სახლში და მის სათბურში სიმბოლურად დარგეს კიტრის ნერგები. წარმოადგინეს საინტერესო ნახატები, შეათეთრეს სკოლის ეზოს ნაძვები. დარგეს ყვავილები სკოლის ეზოში.

აქტივობა 5 - „ბუნებით შთაგონებული წვეულება“.

მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებელ მანანა ლოგუასთან ერთად, ბუნებაში გაისეირნეს. დააკვირდნენ ხეებს, მცენარეებს, ისაუბრეს იმის შესახებ თუ როგორ ვართ დაკავშირებული მცენარეებთან, რომ მცენარეები გამოიმუშავებენ ჟანგბადს, რომელსაც ვსუნთქავთ. მოსწავლეებმა შექმნეს გვირგვინები ყვავილებისგან და გადაიღეს ფოტოები. სკოლის ექიმი ნინო პაჭკორია ესაუბრა ბავშვებს ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. დასასრულს მოსწავლეებმა მოაწყვეს ნადიმი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან და გაუმასპინძლდნენ ბავშვებს.

„მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველას გვაქვს ადგილი დედამიწაზე და ყველას გვჭირდება ერთმანეთი. რომ ბავშვების, მშობლების, მასწავლებლების, მეგობრების,კ ეთილისმყოფელების ეკოაქტივობებში მონაწილეობით, ჩვენ ვდგამთ გონივრულ ნაბიჯებს ჩვენი პლანეტის ეკოსისტემების აღდგენისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ავტორიზაციის ვადებს ცვლილებები შეეხება - დეტალები

ეკრძალებათ თუ არა მოქმედ მასწავლებლებს რეპეტიტორობა კანონში ცვლილებების გამო - სამინიტროს განმარტება

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

სტუმრობის მიზანი გახლდათ, მოსწავლეები უშუალოდ გაცნობოდნენ ქართული კულტურისა და ხელოვნების გამორჩეულ წარმომადგენლებ

მოსწავლეებმა დრო მხიარულად გაატარეს, მოიხიბლნენ ბუნების სილამაზით და მდიდარი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ შინ

მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის

პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება