სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეკოლოგიური პრობლემები ნაწარმოებში და ჩვენ ირგვლივ“ - შთამბეჭდავი გაკვეთილი ზვარეს საჯარო სკოლაში 
16-05-2025
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

24 აპრილს, „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნანა შარაძემ ჩაატარა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი თემაზე - „ეკოლოგიური პრობლემები ნაწარმოებში და ჩვენ ირგვლივ“.

გაკვეთილს ესწრებოდა ბათუმის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ნათია თავდგირიძე.

სამიზნე კლასად შერჩეული იყო მე-10 კლასი. მოსწავლეებმა ლაშა ქობულაძემ და ლაშა გოგიტიძემ წარმოადგინეს მსჯელობითი ტიპის ანალიტიკური ესეები.

ლაშა გოგიტიძემ წარადგინა თემა - “ადამიანი და ბუნების კანონზომიერებანი“, ხოლო ლაშა ქობულაძის საპრეზენტაციო თემაა - „ტყის საფარის შემცირება, გაუდაბნოება, მიწების შემცირება“.

თემებში მოკვლეული და განსაზღვრული იყო კონკრეტულად მათ საცხოვრებელ ადგილას არსებული რეალური პრობლემები და სიტუაციები. მოსწავლეებს გაანალიზებული ჰქონდათ საზოგადოების, გარემოსა და ეკონომიკის მიზეზშედეგობრივი კავშირები. რაც მთავარია, თითოეულს ჩამოყალიბებული ჰქონდა პრობლემების აღმოფხვრის კონკრეტული გზები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება