სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - დოკუმენტი მუნიციპალურ ბაღებს ეხება
13-05-2025
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები დამტკიცდა.

დოკუმენტის თანახმად, სტრატეგიულ მართვაზე  პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;

ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სააღმზრდელო საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ან ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილებას) და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით, ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე).

სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;

ბ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;

გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;

დ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები;

ე) ადრეული განათლების პრინციპები;

ვ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

თ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ი) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;

კ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;

ლ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;

მ) ინვენტარიზაციის პროცედურები;

ნ) პროექტის შემუშავებისა  და მართვის პრინციპები;

ო) ფონდების მოძიების პრინციპები.

სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;

გ) დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;

დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;

ე) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;

ვ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;

ზ) კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიება;

თ) შესყიდვების დაგეგმვა;

ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;

კ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება