სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა წერია სტრატეგიის დოკუმენტში მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე - დეტალები
01-11-2024
-
+


2024-2030 წლების პროფესიული განათლების სტრატეგიის დოკუმენტში საუბარია, სფეროს მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

„სექტორის შიგნით, სფეროს პრაქტიკოსებსა და მასწავლებლებს შორის სინერგიის მიღწევისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გათვალისწინებულია მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების გაძლიერება. ქსელები გააერთიანებს ერთი დარგის/მიმართულების პროგრამათა მასწავლებლებს და შექმნის პლატფორმას კოლეგებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სივრცეში.ქსელები გააძლიერებს მასწავლებლის როლს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დააახლოებს მასწავლებლებს დარგთან და გაამყარებს ბიზნესის ნდობას დაწესებულებებისადმი“, - აღნიშნულია სტრატეგიაში.

გარდა ამისა, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის როლის ზრდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სისტემაში პრაქტიკოსი პროფესიული განათლების მასწავლებლების შესვლას.

ყურადღება გამახვილდება ასევეინსტრუქტორ-მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე და სხვა მასწავლებლებთან მათი დაახლოებისა და კოოპერაციის ხელშეწყობაზე. ასევე, ინსტრუქტორების მომზადების მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზრდება ა(ა)იპ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლი.

სტრატეგია მიზნად ისახავს ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის შეთავაზებას სხვადასხვა მექანიზმებით, მათ შორის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მასწავლებელთათვის სპეციალიზებული ტრენინგების შეთავაზებას ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგიის საკითხებზე. 

მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარების მიზნით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და სასწავლო ვიზიტები ევროპის წამყვან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.  პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის მიზნით შეიქმნება სისტემური მიდგომები, რაც სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული განათლების მასწავლებლების უცხო ქვეყნის პარტნიორ ორგანიზაციებში სასწავლო ვიზიტებს და პრაქტიკებს შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარების მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ აქტიურად იქნება გამოყენებული საერთაშორისო ექსპერტთა ვიზიტების შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესისა და სწავლების მეთოდების გაუმჯობესებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება