| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომელსაც საბოლოო სახე საჯარო განხილვის შემდეგ მიეცემა.
სკოლამდელი განათლება მოიცავს ადრეული ასაკის (0-დან 8 წლამდე) ბავშვის განათლებისა და განვითარების შესახებ მეცნიერულ ცოდნასა და პროფესიულ პრაქტიკას.
რაც შეეხება სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების სწავლის შედეგებს, პირმა უნდა იცოდეს:
ადრეულ ასაკში (დაბადებიდან 8 წლამდე) ბავშვის განვითარების მახასიათებლები, შესაბამისი თეორიები და იაზრებდეს ბავშვის ადრეულ განვითარებას ჰოლისტური პერსპექტივიდან;
ადრეული ასაკის ბავშვთა სწავლა-სწავლების სხვადასხვა სტრატეგია და იაზრებდეს თამაშის ცენტრალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში ბავშვის აქტიურ როლს;
ბავშვებთან კომუნიკაციისა და მათი მონაწილეობის ხელშეწყობის სტრატეგიები; აცნობიერებს და იზიარებდეს საბავშვო ბაღის და თემის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში ბავშვების მონაწილეობის მნიშვნელობას;
სოციალური მრავალფეროვნების კონტექსტში მუშაობა და იაზრებდეს დემოკრატიული და ინკლუზიური მიდგომების პრინციპებსა და მნიშვნელობას;
მშობლებთან და ადგილობრივ თემთან თანამშრომლობის პრინციპები და სტრატეგიები; იაზრებდეს მშობლების როლსა და მნიშვნელობას ბავშვის განვითარების პროცესში;
გუნდური მუშაობა და აცნობიერებს დემოკრატიული და კრიტიკულად რეფლექსიური მიდგომის მნიშვნელობას სამუშაო პროცესში;
უნდა იცნობდეს სკოლამდელ განათლებაში არსებულ სიტუაციას ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში; აცნობიერებს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებისა და ოჯახების აქტიურ მონაწილეობას, სოლიდარობასა და სიცოცხლის მანძილზე სწავლას; ასევე იცოდეს ადრეული ასაკის ბავშვზე ზრუნვა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საფუძვლები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი