სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი სკოლის პედაგოგი მესამე საგნის გამოცდაზე გადის, მას წარმატებას ვუსურვებ“ - ოთარ დავითაძე, სხეფის საჯარო სკოლის დირექტორი
17-07-2024
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში სულ 8 მოსწავლე სწავლობს. თუმცა, მიუხედავად მცირე კონტინგენტისა, სკოლის დირექტორი - ოთარ დავითაძე და მისი გუნდი - 12 მასწავლებელი, სასკოლო ცხოვრებას სხვადასხვა აქტივობით ამრავალფეროვნებენ და თითოეული მოსწავლის წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზო საფეხურისაა და მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სწავლას სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აგრძელებენ. 

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მასწავლებლები კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ. მაგალითად, წელს სკოლიდან ერთი მასწავლებელი რუსული ენის გამოცდაზე გადის. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს სკოლის დირექტორი ოთარ დავითაძე ესაუბრა. 

„წელს გამოცდაზე ჩვენი სკოლის 1 მასწავლებელი გადის. ხატვისა და მუსიკის პედაგოგია, ამ საგნების გამოცდები უკვე ჩაბარებული აქვს და ახლა რუსულ ენას აბარებს. მე მას გამოცდის დიდი წარმატებით ჩაბარებას, კარიერულ წინსვლასა და ყოველივე კარგს ვუსურვებ“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და აქვე, გულისტკივილის გამოთქვამს მოსწავლეთა სიმცირის გამო:

„შარშან და შარშანწინ მე-9 კლასის მოსწავლეებიც არ გვყოლია, ახლა კი მხოლოდ ერთი კლასი მრჩება. სკოლაში 8 მოსწავლე გვყავს, მაგრამ მომავალში რა იქნება, არ ვიცი. რაც შეეხება მასწავლებლების რაოდენობას, 12 პედაგოგი გვყავს“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება