| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება.
ამჯერად, XI კლასისი მოსწავლეებმა დაწყებით საფეხურზე გრანდიოზული ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან ლექსი ლექსს ცვლიდა, სიმღერა სიმღერას. გარდა ამისა, მოსწავლეებმა „სლაიდ შოუს“ საშუალებით, 1918 წლის 26 მაისი „გააცოცხლეს“. ღონისძიების ეფექტურად და საინტერესოდ ჩატარებისთვის XI კლასის მოსწავლეებს დირექციამ და მშობლებმა მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ მათ სერტიფიკატებიც გადაეცთ.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა