| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ და პატრიოტ მოქალაქეებად აღზრდაზე ზრუნავენ.
ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწობა. მათ შორის, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები. ამჯერად, ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს.
ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო, მათ არაერთი შემოქმედებითი ნომერი გამართეს და იმ გზაზე ისაუბრეს, რაც დამოუკიდებლობამდე საქართველომ გაიარა.
მოსწავლეებმა ჩვენი ქვეყნის დროშები ააფრიალეს და საქართველოს სიყვარული გამოხატეს.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა