| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის მრავალფეროვანი დღეებით გაჯერებულ პირველ სასწავლო წელს, შთამბეჭდავი დასასრულიც ჰქონდა.
პირველკლასელებმა მოაწყვეს „ანბანის გაცილება“, მიღებული ცოდნა ღონისძიებით შეაჯამეს და დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელმა კრისტინა ბიჩახჩიანმა სცენაზე მიიწვია მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს ანბანის ყველა ასო-ბგერა ლექსებით, იცეკვეს, იმღერეს და გამოავლინეს ის უნარები, რაც სასწავლო წლის განმავლობაში აითვისეს.
კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს გადასცა პირველი კლასის დამთავრების სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ ჩაიარა მხიარულ, თბილ გარემოში და გახდა დაუვიწყარი თითოეული პატარასთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა