| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს პირველი სასწავლო წლის დასრულება და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები მიანიჭეს.
„ეს წიგნი ერის ბურჯია!“- წიგნი, ჩვენი სათაყვანებელი, იაკობის დედა-ენა. ჩვენი ეროვნულობის მთავარი ქვაკუთხედი. მისი პატივისცემა ჩვენი უდიდესი ვალდებულებაა“, - ამ სიტყვებით დაიწყო ღონისძიება სკოლაში და ისიც აღინიშნა, რომ სწორედ ამ პატივისცემის გამოხატულებაა ანბანთქება, რომელიც პირველი კლასის მასწავლებელმა, ნინო მელაძემ თავის „მერცხლებთან“ ერთად საზეიმო ვითარებაში წარუდგინა სასკოლო საზოგადოებას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგისა და პირველკლასელების წყალობით, კიდევ ერთი მრავალფეროვანი დღე ჩაიწერა სკოლის მატეანეში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ბავშვებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს ლექსები ანბანის შესახებ, დადგეს პიესები, იცეკვეს და იმღერეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები, თემის წარმომადგენლები და სკოლის დირექტორი.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პირველი კლასის მასწავლებელს, ნინო მელაძეს გაწეული საქმიანობისათვის და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას და მის პატარებს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა