| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან კრეატიული აზროვნებითა და შემოქმედებითი უნარებით, ამის მოწმობს Vა კლასის მოსწავლეთა ციფრული პროექტიც.
მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე ვიზუალური პროგრამირების ონლაინ რესურსში scratch.mit.edu-ში შექმნეს პროექტი - „ისრიალე კატერით“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეებში: პრობლემის გადაჭრის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, მედიაწიგნიერების, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი აზროვნების ამაღლება.
აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი, ლიკა კალანდაძე.
იხილეთ ვიდეო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“