სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით მომავალი ვარსკვლავი, პიანისტი გიორგი არაბიძე ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლიდან, რომელიც არაერთი კონკურსის გამარჯვებულია
30-04-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან. ისინი არა მხოლოდ სასკოლო და საგნობრივ ოლიმპიადებში ასპარეზობენ, არამედ შემოქმედებითი კუთხითაც აღწევენ წარმატებებს.

ასეთი მოსწავლეა მე-11 დ კლასელი გიორგი არაბიძე, რომლის დამრიგებელი ფიქრია მაჩიტიძე გახლავთ. ის გარდა იმისა, რომ კარგი მოსწავლეა, ასევე შემოქმედებითი ნიჭითაცაა დაჯილდოებული.

„შეიძლება ითქვას, მომავალ ვარსკვლავზე, პიანისტ გიორგი არაბიძეზე ხშირად ვწერთ, რასაც მისი სხვადასხვა კონკურსზე გამარჯვება განაპირობს. გიორგი კარგი მოსწავლე და ნიჭიერი მხატვარიცაა. ახლახან მან კიდევ ერთხელ გაახარა მისი ნიჭის თაყვანისმცემლები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მე-11 კლასელი მოსწავლე, კლოდ დებიუსისა და ჯორჯ ბიზეს სახელობის საერთაშორისო საკომპოზიციო კონკურსებში მონაწილეობდა და ორივეგან I პრემია დაიმსახურა.

სკოლაში მისით ამაყობენ და კვლავ წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ გიორგის ამ დიდ გამარჯვებას და ახალ-ახალ წარმატებებს ვუსურვებთ. ის ხომ თავის საყვარელ პედაგოგ ქალბატონ ლედა კანკავასთან ერთად ძალ-ღონეს არ იშურებს მუსიკის ურთულესი და უმშვენიერესი სამყაროს სიღრმეებში შესაღწევად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება