სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გენური თერაპია-ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადების განკურნების შანსი“- თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
07-03-2024
-
+


თბილისის N37 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, ბიოლოგიისა და ქიმიის უფროსი მასწავლებლის - ეკატერინე ჯგუშიას ორგანიზებით, პროექტი - „გენური თერაპია-ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადების განკურნების შანსი“, განხორციელდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

პროექტის პრეზენტატორები იყვნენ მე-11ა და მე-11ბ კლასის მოსწავლეები. მათ ინფორმაცია აღნიშნული დაავადებებისა და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ მოიძიეს. მოსწავლეებმა კლასში ოსკაროსანი და ოქროს გლობუსით დაჯილდოებული ფილმის - „ჯერ კიდევ ელისი“ ჩვენება მოაწყეს. ის ლიზა ჯენოვას ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვითაა გადაღებული და ჰარვარდის ფსიქოლოგის, პროფესორის, ალცჰაიმერით დაავადებული ელის ჰოულენდის ამბავს ეხება. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა პოსტერები ალცჰაიმერითა და პარკინსონის სინდრომით დაავადებული ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესახებ მოამზადეს. გამოკვეთეს, თუ რა ნეგატიური როლი ითამაშა ამ დაავადებებმა და როგორ დაასრულა ბევრის კარიერა.

„გენური თერაპიის მიზანია ადამიანის გენეტიკური დაავადებების მკურნალობა მუტაციური, დაზიანებული გენის ახალი გენით შეცვლის საშუალებით. იმედია, გენური ინჟინერიის ეს თანამედროვე დარგი - გენური თერაპია მეცნიერების მიერ უფრო მეტად იქნება შესწავლილი და მკურნალობაც უფრო ეფექტური“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება