სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რატომ? საიდან? რისთვის?“ - შემეცნებით-გასართობი პროექტი თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში
29-02-2024
-
+


თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და თამაშით სწავლებას სათანადო ყურადღებას უთმობენ, რადგან მიდგომა ბავშვების მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შემეცნებით-გასართობი თამაში ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების კარგი საშუალებაა, ბავშვები ივითარებენ  სხვადასხვა საკომუნიკაციო უნარებს;  ასევე იაზრებენ, რომ თამაშის როლი მნიშვნელოვანია, ის ხელს უწყობს მოსწავლის გონებრივ მობილიზებას, მოტივაციას, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.

სკოლაში დასძინეს, რომ თამაშისას საჭიროა სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელება: ნასწავლის გახსენება, მისი გამოყენება, ლოგიკური აზროვნება, დასკვნების გამოტანა, სხვებთან ურთიერთობა, აზრის გაზიარება და, რაც მთავარია, მოსწავლე ამას აკეთებს სიამოვნებით.

სწორედ ამ მოტივით, 26 თებერვალს ბუნებისმეტყველებაში, განხორციელდა შემეცნებით-გასართობი პროექტი - „რატომ?, საიდან?, რისთვის?“, რომლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები.

პროექტის მიზანი იყო  წიგნიერების  წახალისება, გუნდური მუშაობის მიჩვევის ხელშეწყობა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სწორი ქმედებების გამომუშავება. 

აღსანიშნავია, რომ თამაშის შეკითხვები ეხებოდა შემდეგ თემებს: „გარემოსთან შეგუება“, „მოძრაობა და სიჩქარე“ და „მზის სისტემა“.

მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართული  თამაშის მომზადებაში. ეცნობოდნენ შესაბამის ინფორმაციებს ენციკლოპედიებში და ინტერნეტ სივრცეში. მათ შექმნეს თემებთან დაკავშირებული თვალსაჩინოებები.

აღნიშნულ აქტივობაში  ინტერესით ჩაერთნენ, როგორც მასწავლებლები ასევე მშობლები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება