სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა
29-02-2024
-
+


თბილისის N141 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას და მათი ცოდნისა და უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, 27 თებერვალს სკოლაში მასწავლებლების - მაია აბდუშელიშვილისა და ლელა ლომიძის და თვითმმართველობის თავმჯდომარის - სალომე ზაბახიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა. 

ვიქტორინა მიეძღვნა ორ ისეთ მეცნიერებათა თავმოყრას, როგორიცაა მათემატიკა და ისტორია. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიზანიც ასეთი უჩვეულო და უპრეცედენტო „სინთეზისა“, არის მრავალმხრივ სასარგებლო და კეთილშობილური. მათემატიკური მასალა გაშლილია საქართველოს ისტორიის ფონზე. უფრო ზუსტად კი ყოველი მათემატიკური ამოცანა პირობით სიუჟეტურ მასალად ღებულობს ამა თუ იმ ისტორიულ ფაქტს.

„ჩვენი მიზანია, რომ დავამსხვრიოთ მითი იმის შესახებ რომ მათემატიკა არის საშინლად რთული და შევხედოთ სხვა კუთხით“, - ამ მოტივით გაიმართა ვიქტორინა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინაში მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა მთელი მონდომებით ამოხსნეს ამოცანები, გაიმარჯვება კი, მე-92 კლასმა მოიპოვა. 

გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიმბოლური საჩუქარით. სკოლაში მონაწილე მოსწავლეებს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. 

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს! მაშ ასე ჩვენი პროექტი მათემატიკა და სხვა მეცნიერებები დაიწყო. პირველი ნაბიჯი გადადგმულია!“, - ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება