სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ფერადი ფოთლების ხმა“ -  ბახვის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი-აქტივობა 
10-11-2025
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

სკოლის მე-5 კლასელებს (დამრიგებელი ხათუნა ბარამიძე) არასოდეს დაავიწყდებათ 6 ნოემბერს ექადიის ტყე-პარკში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი-აქტივობა „ფერადი ფოთლების ხმა“.

ტყე-პარკის საოცარ სილამაზესა და სიმშვიდეში მოსწავლეებმა შექმნეს აპლიკაციები, გააკეთეს ჩანახატები, წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე.

შემდეგ ეწვივნენ ქალაქ ოზურგეთის კვების ობიექტს -„სხვა კაფე“ (მეპატრონე ლიკა ჩავლეშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოსწავლეებს ჩაუტარდათ აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასი, მოსწავლეები თავად ჩაერთვნენ ხაჭაპურების ცხობის პროცესში და დააგემოვნეს მათ მიერ გამომცხვარი ხაჭაპური.

„ეს იყო არაფორმალური განათლების ერთი ლამაზი დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო გასვლით ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება