| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლას გამორჩეული, განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე მოსწავლეები ჰყავს, ამის ნათელი მაგალითი კი და-ძმა ლუკა და ნუცა სამხარაძეებია.
ლუკა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა, ის FLEX-ის გაცვილით პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია და ფლობს ფინალისტის სტატუსს, იგი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში განაგრძობს სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნუცა კი, მე-9 კლასის მოსწავლეა, ისიც ასევე გამარჯვებულია და რეზერვისტის სტატუსი აქვს.
სკოლა მოსწავლეების წარმატებით ამაყობს და მათ წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.
პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. FLEX - პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება განათლების დარგის ამერიკელი სპეციალისტებისაგან. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება ელექტრონულად შევსებული აპლიკაციის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა