| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას და ჯანმრთელობის საკითხებს ასწავლიან. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება ეწყობა, რაც ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება.
ზედა განთიადის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დიასამიძის ხელმძღვანელობით, გამართეს პროექტის პრეზენტაცია თემაზე - „დიეტა მოზარდობის ასაკში“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია თვითნებურ დიეტებს, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში. მათ გასცეს რეკომენდაციები როგორ ავიცილოთ მოსალოდნელი და დამღუპველი შედეგები, რაც თვითნებურ, არაკონტროლირებად წონის კლებას შეიძლება მოყვეს.
პროექტი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, თავშესაქცევიც აღმოჩნდა, ჯანსაღი კვების შესახებ ბევრი ხალი შეიტყვეს და შეიმეცნეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა