სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N20 საჯარო სკოლაში, უცხოური ენების კათედრის ინიციატივით, შიდასასკოლო კონკურსი ჩატარდა
16-02-2024
-
+


რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, სკოლის უცხოური ენების კათედრაზე, მოსწავლეთა მოტივირებისა და ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, შიდასასკოლო კონკურსი ჩატარდა.

პირველ ეტაპზე, კონკურსის მონაწილეებმა მეტად საინტერესო თხზულებები თემაზე - „ჩემი საოცნებო სკოლა“ წარადგინეს. მეორე ეტაპზე, სკოლაში, მოსწავლეებმა თავისუფალი თხზულება დაწერეს, რომლის თემაც იყო - მიმაჩნია თუ არა, ჩემი წინსვლისთვის სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება საჭირო.

მე-7- მე-10 კლასელებს შორის ესეების კონკურსში შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

  • მე-10ბ კლასი - ნინო  ნინიაშვილი, პედაგოგი - ნინო მეზვრიშვილი;
  • მე-7ა კლასი - ნია აზრუმელაშვილი, პედაგოგი - მარიამ გოგინაშვილი;
  • მე-8გ კლასი - ნინო ჭანკვეტაძე, პედაგოგი - ნანი პაპალაშვილი. 
გარდა ამისა, მეორე-მეოთხე კლასის მოსწავლეებს შორის მართლწერის კონკურსი ჩატარდა. პირველი ადგილი - მე-2ბ კლასის მოსწავლე დავით ცერცვაძემ (პედაგოგი - ქეთევან მამიაშვილი), მეორე ადგილი - მე-2ბ კლასის თათია კერესელიძემ (პედაგოგი - ქეთევან მამიაშვილი), ხოლო მესამე ადგილი თეკლა რაზმაძემ (პედაგოგი - ლიკა შაორშაძე) დაიკავა. 

კათედრამ მოსწავლეთა მოტივირება-წახალისების მიზნით, გამარჯვებულებს წარმატების დამადასტურებელი პირველი, მეორე და მესამე ხარისხის სერტიფიკათები და ინგლისურენოვანი საკითხავი ლიტერატურა გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება