სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შეიტანე შენი წვლილი კლიმატის ცვლილების შეჩერებაში“ - ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
16-02-2024
-
+


ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით საინტერესო აქტივობებისა და პროექტების დაგეგმვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მე-11 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის ქეთევან ბეღელაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „შეიტანე შენი წვლილი კლიმატის ცვლილების შეჩერებაში“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო კლიმატის ცვლილებაზე ადამიანის ზეგავლენის გაცნობიერება, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გააზრება.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით, რომელიც გამოიხატება ტემპერატურის მატებით, ნალექების ზრდითა და გახშირებული ბუნებრივი კატასტროფებით.   

პროექტის ინიციატორებმა კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გაამახვილეს ყურადღება რომ: „ჩვენ ადამიანები, უპირველესები ვართ პრობლემის შექმნაში: ადამიანის სამრეწველო საქმიანობა, ტყის გაჩეხა, ტრანსპორტისა და საწარმოების გამონაბოლქვი, უპასუხისმგებლოდ დაყრილი ან დამწვარი მავნე ნივთიერებები, მეურნეობაში არასწორად გამოყენებული პესტიციდები, რესურსების არაგონივრული გამოყენება  დიდ ზიანს აყენებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ადამიანს და მის სრულფასოვან არსებობას“.

„დაიწყე მოქმედება ახლა, დედამიწა შენს ხელშია“, - ეს იყო ლოზუნგი, რომლითაც მოსწავლეებმა მოუწოდეს სასკოლო საზოგადოებას ეკომეგობრული ქცევის წესების დასაცავად.        

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება