სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუაგორას საჯარო სკოლაში მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა -  პედაგოგები სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე აქტიურად ზრუნავენ 
16-02-2024
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში საბაზო განათლების პროგრამის „დაწყებითი განათლების გაძლიერების მოდელი“ ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის ლიდერი გოგოლა ბაჯაძეა. 

შეხვედრაზე შემდეგი თემები იყო წარმოდგენილი: 

  • „მართული კითხვა და მისი აქტივობები" - გოგოლა ბაჯაძე;
  • „ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები და მოქმედებები რიცხვებზე" - მეგი მსხვილიძე;
  • „გეომეტრიული ფიგურები" - ლილი ლილუაშვილი;
  • „ეფექტური კითხვის სტრატეგიები" - დარეჯან ალფაიძე.
შეხვედრა ინტერაქციული იყო, მოსაზრებები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა. გარდა ამისა, შეხვედრაზე იმ რესურსების ეფექტურობასა და მიზნობრიობაზე იმსჯელეს, რომლებიც თითოეულმა პედაგოგმა წარმოადგინა. შედეგად კი მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა.

აღსანიშნავია, რომ იმსჯელეს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად, რათა მოსწავლეთა მოტივაცია ამაღლდეს და სასწავლო გარემო გაჯანსაღდეს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს ნაყოფიერი და დაუღალავი მუშაობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება