სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ ბუაძემ და ილია გოგნაძემ ჭადრაკის საქალაქო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს
16-02-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. მათ შორის არიან პატარა მოჭადრაკეები - Vა კლასის მოსწავლე მარიამ ბუაძე და lllბ კლასის მოსწავლე ილია გოგნაძე. 

Vა კლასის მოსწავლე მარიამ ბუაძემ (მწვრთნელი - ბექა ხაჭაპურიძე, დამრიგებელი - შორენა ბუიღლიშვილი) ინტელექტუალური უნარები საქალაქო ჩემპიონატზე წარმოაჩინა.

ქალაქის ჩემპიონატი ჭადრაკში ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. მარიამ ბუაძემ ტურნირში 12-წლამდე მოჭადრაკეთა შორის წარმატებით იასპარეზა და დაიკავა პირველი ადგილი. მარიამს დიპლომი, მედალი და თასი გადაეცა.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ სკოლის სახელით მარიამს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომშიც წინსვლასა და გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ასევე, ტყიბულის საჭადრაკო კლუბში გამართულ საქალაქო ჩემპიონატში ტყიბულის N6 საჯარო სკოლის lllბ კლასის მოსწავლე ილია გოგნაძემ მოიპოვა წარმატება. 

მესამეკლასელმა ტურნირში 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის იასპარეზა და დაიკავა პირველი ადგილი (მწვრთნელი - ბექა ხაჭაპურიძე, დამრიგებელი - მარიტა ბრეგაძე). ილია ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და თასით.

„ვულოცავთ სკოლის სახელით ილიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომშიც წინსვლასა და გამარჯვებას!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება