სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯვარას საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა
16-02-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა. 

სკოლას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 წლის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

 სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს. 

„გუნდურობაზე, თანამშრომლობაზე, მომავალი თაობების წინსვლაზე და წარმატებებზე ორიენტირებული, მიზანდასახული  სკოლა, სადაც თითოეული პიროვნება აცნობიერებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს აქტიურად იყო ჩართული ავტორიზაციის პროცესში. შრომას ყოველთვის მოაქვს სასიკეთო შედეგი, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. ვულოცავ სკოლის სრულ შემადგენლობას ამ სტატუსს და ვუსურვებ უამრავ წარმატებას. სკოლის სახელით უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც სწორი მიმართულებით მხარი დაგვიჭირა და ჩვენი სკოლის დადებითი მხარე ობიექტურად შეაფასა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება