| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ვიქტორინა-კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები“, - აღნიშნავენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ აღნიშნული მიზნით, VIIბ კლასში (დამრიგებელი მირანდა სოფრომაძე) ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი - „ვინ უკეთ“.
ვიქტორინაზე გუნდი ორ ჯგუფად გაიყო. მომზადდა კითხვები, როლური გათამაშება და შეივსო კროსვორდები.
აქტივობის ინიციატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.
ყველა გუნდს საკუთარი ფორმა და ემბლემა ჰქონდა. მოსწავლეთა მიერ შერჩეულმა ჟიურიმ პირველი ადგილი მიაკუთვნა N1 გუნდს, სახელწოდებით - „რია რია“, რომლის ლიდერიც ნანა რაზმაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გარდა მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნისა, მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა