სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
16-02-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის, ქუთაისის N32 საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, აქტიურად ფუნქციონირებს კითხვის კლუბი, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწარმოების გარშემო აერთიანებს კითხვის მოყვარულებს და იმ პლატფორმას აყალიბებს, რომელშიც წიგნის კითხვის, გარჩევისა და მასზე საუბრის კულტურას ამკვიდრებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბში ჩართულმა პედაგოგებმა მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

მოსწავლეები და მათი პედაგოგები აქტიურად კითხულობდნენ მათთვის საინტერესო ლექსებს, მოთხრობებს და შემდეგ განიხილავდნენ, აფასებდნენ მათ და მსჯელობენ წაკითხულის ირგვლივ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარები თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ ნააზრევს, როგორც სკოლაში აფასებენ დიდი იყო მათი დაინტერესება და შესაბამისად, სიამოვნებით შეუერთდნენ ღონისძიებას. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის თვითმმართველობამ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა შესთავაზა სასკოლო საზოგადოებას და საინტერესოდ შეუერთდა მასშტაბურ კამპანიას. 

„წიგნები,როგორც ლამპრები
ან მწვერვალები შორი!
წიგნებმა კაცად აქციეს
არა ერთი და ორი!
სადაც არ უნდა წახვიდე
და რომელ ქვეყნის კარად,
უწიგნურს სხვა რამ ქონებას
არ ჩაგითვლიან არად!“, - ეს ლექსი კი, დღეს თან სდევდა ლაიტმოტივად.

იხილეთ ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება