| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის საამაყო კურსდამთავრებულთა შორისაა რეზი გელენიძე, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მიღებისთვის სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წელს განათლების ღონისძიებების პროგრამის - „ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა დაჯილდოება“, ფარგლებში დააჯილდოვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, 15 თებერვალს, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 88 ქუთაისელი სტუდენტი დაჯილდოვდა, რეზი კი, მათ შორის საპატიო ადგილს იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ რეზი 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების, ინგლისურენოვან, სპეციალობაზე.
მოსწავლის დამრიგებელი ნუნუ ხურციძეა, რომელიც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, სიამაყით აღივსო რეზის წარმატებით.
„იგი წარჩინებული სტუდენტია და გვჯერა, რომ მომავალშიც გაგვახარებს მიღწეული წარმატებებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა