| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე აისახება.
სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის ტატო ბარნაბიშვილის წარმატებას აღნიშნავენ. მოსწავლემ ეროვნული ოლიმპიადაზე, ქართულ ლიტერატურაში შესაშური ქულები მოიპოვა, რეიტინგულ სიაში მოხვდა მესამე ტურში წარმატებით გადავიდა.
სკოლაში მოსწავლის მიღწევებით ამაყობენ და ფინალში წარმატებას უსურვებენ.
„ჩვენი საამაყო და წარმატებული მეთორმეტეკლასელის - ტატო ბარნაბიშვილის კიდევ ერთი გამარჯვების სიხარული გვინდა, გაგიზიაროთ. ტატომ წარმატებით დაძლია 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის ქართული ლიტერატურის მეორე ტური, 40-დან 38 ქულა დააგროვა და მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 მონაწილეს შორის. წარმატებას ვუსურვებთ ტატოს ოლიმპიადის მესამე, ფინალურ ტურში.
ტატო,️ გვჯერა, კიდევ ბევრჯერ იამაყებენ შენით სკოლა, მასწავლებლები, მეგობრები და მშობლები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა