| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლის სააქტო დარბაზში, თემის - „ვმართოთ ნარჩენები, დავიცვათ გარემო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა - ლაშა ერბელიძემ, ნარჩენების მართვასა და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა.
მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.
სტუმარს მოსწავლეები გულისყურით უსმენდნენ - მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში ეკოცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა