სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნიერების დღესასწაული თბილისის N117 საჯარო სკოლაში
15-02-2024
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, საგანში - „მე და საზოგადოება“ მე-10 დ კლასის მოსწავლეების: მარიამ გადილიას, ლიზი სიმონიშვილის, მარიამ მელაძის, ანი თეთრაძისა და ლიზი ყაზაიშვილის დახმარებით, მე-4 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

მათ პატარა მოსწავლეებს მხატრულად წაუკითხეს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწაროები „პატარა პრინცი“, რის შემდგომაც მოსწავლეებმა იმსჯელეს სიკეთის კეთებაზე, წარმოსახვის ძალაზე, ბავშვობის ასაკის პრობლემებზე, წიგნის სიყვარულზე.

მოსწავლემ, მარიამ გადილიამ კლასში წარადგინა პრეზენტაცია „წიგნის ისტორია“. მარიამ მელაძემ კი წიგნის კითხვასთან დაკავშირებით, ანდაზები და გამონათქვამები მოამზადა.

მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს, მეოთხეკლასელებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღნიშნულ აქტივობას პედაგოგი ანი ჯოლბორდი ხელმძღვანელობდა.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ინფორმაციული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება