სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული მათემატიკის კვირეული თბილისის N152 საჯარო სკოლაში
15-02-2024
-
+


თბილისის N152 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ყოველთვის გაჯერებულია, შემეცნებითი, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებით, მათ შორის აღსანიშნავია მათემატიკის კვირეული. 

კვირეულიც საინტერესო ინიციატივებითა და მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა. 

მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, მე-52 მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურების შესახებ შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანეს; დაამზადეს სხვადასხვა სახის გეომეტრიული ფიგურა და მათი საშუალებით შექმნეს ლამაზი საახალწლო სათამაშოები, ნაძვის ხეები და დეკორაციები.

ასევე, მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივების, მსჯელობის, ანალიზის, თანამშრომლობის და პრეზენტირების უნარების განვითარების მიზნით, VIIბ კლასში გაიმართა აქტივობა - „მეცნიერების ყველა დარგი მათემატიკის გარშემო“. მოსწავლეებმა შეარჩიეს საინტერესო ამოცანები სხვადასხვა დარგიდან, შექმნეს თვალსაჩინოებები წარმოადგინეს პრეზენტაციები.

მე-41,2,3, მე- 52,3, მე-61,2,3 კლასების მოსწავლეები ჩართული იყვნენ კოდის წერესის საერთაშორისო ღონისძიებაში - „კოდის ერთი საათი“ HOUR OF CODE 2023. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით იმუშავეს Code Monkey-ის პლატფორმაზე, manecraft-ში და ციფრული საგანმანათლებლო რესურსით -„ვსწავლობთ თამაშით“. ასევე, მოსწავლეებმა სახალისო თამაშები და ანიმაციები დააპროგრამეს.

კვირეულის ფარგლებში, მე-73 კლასში, ჩატარდა მათემატიკის სახალისო გაკვეთილი. გუნდები ცდილობდნენ, ლოგიკური მსჯელობით, ცოდნაზე დაყრდნობით მისულიყვნენ სწორ პასუხამდე.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ ასეთი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნებისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება