| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
„ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს...“- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პედაგოგები მოსწავლეებს კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და წიგნის სიყვარულს უნერგავენ.
შესაბამისად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ. მე-4 კლასელებმა დიდი ყურადღებით, ინტერესითა და ემოციით მოისმინეს უფროსკლასელების მიერ წაკითხული ნაწარმოებები.
მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო გაერთიანდნენ და წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული ერთმანეთს გაუზიარეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა