სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ინფორმაციული, შემოქმედებითი და კარგად ორგანიზებული“ - კიროვაკანის საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა საინტერესო გაკვეთილი 
15-02-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგების ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-12 კლასში, სომხური ენის მასწავლებლის - სილვა ღარღარიანის ხელმძღვანელობით, თემაზე: „პარუირ სევაკის ცხოვრება და მოღვაწეობა“ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ცნობილი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისეული დეტალებისა და შემოქმედების შესახებ. მე-12 კლასელებმა ასევე პოეტის ლექსები და ციტატები გააჟღერეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა გაკვეთილზე აღნიშნეს, თუ რაოდენ ღირებულია სომეხი ერისთვის პარუირ სევაკი და მისი ღვაწლი.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი პეტროს აკოპიანი და სხვა მასწავლებლები.

სკოლის დირექტორმა - პეტროს აკოპიანმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებელს, მათ წარმატება უსურვა.

ქართული ენის მასწავლებელმა მ. ვახტანგიშვილმა კი აღნიშნა, რომ გაკვეთილი მეტად შემოქმედებითი და საინტერესო იყო, სადაც მოსწავლეებმა უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„გაკვეთილი იყო ინფორმაციული, შემოქმედებითი, საინტერესო და კარგად ორგანიზებული. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები მეტად მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებისთვის, ვინაიდან ვლინდება მოსწავლეთა შესაძლებლობები, პიროვნული უნარები, ისინი იღებენ უკუკავშირს, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მათ მოტივაციას აქტიურად ჩაერთონ მსგავსი ტიპის გაკვეთილების განხორციელებაში“, - ამბობს ქართული ენის მასწავლებელი მ. ვახტანგიშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება