სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების პრეზენტაცია გამართეს
16-02-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებში წიგნის სიყვარულისა და ინტერესის გაზრდის, კითხვისადმი დადებითი დამოკიდებულებების განვითარების, ასევე, წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, ხშირად იმართება წაკითხული წიგნის პრეზენტაცია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციაზე მოსწავლეები წარმოადგენენ წაკითხულ ნაწარმოებებს, მსმენელსა და პრეზენტატორს შორის იმართება დისკუსია. მოსწავლეები მოსმენილ ნაწარმოებს აკავშირებენ საკუთარ გამოცდილებასთან. ისინი იაზრებენ წაკითხულ და მოსმენილ ტექსტებს, მსჯელობენ და თანამშრომლობენ ამ პროცესში, რაც წიგნის სიყვარულის და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ამჯერად ბიბლიოთეკამ მე-4 კლასს უმასპინძლა.

მოსწავლეებმა - ანდრია ბეჭვაიამ, ოთო ნაჭყებიამ, დავით მალანიამ და ია ჯანჯღავამ წარმოადგინეს სპარსული და ქართული ზღაპრები.

ისაუბრეს ამ ჟანრის ნაწარმოებებზე, მათ მნიშვნელობაზე და ასევე, იმსჯელეს თუ რას გვასწავლის ასეთი ტიპის ნაწარმოებები.

პრეზენტაცია იყო საინტერესო და სახალისო მოსწავლეებისთვის. პრეზენტირებისას მოსწავლეებს ფასილიტაციას უწევდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა თოდუა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება