| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში ლიტერატურის მოყვარულები ერთმანეთს ინტერესებს, მოსაზრებებს უზიარებენ, მსჯელობენ და თვალსაწიერს იფართოებენ.
9 თებერვალს შუაგორას საჯარო სკოლაში გაიმართა ლიტერატურული კლუბის - „Capre dieem- დაიჭირე წამი“ პირველი სამუშაო შეხვედრა.
კლუბი, რომლის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ლომინაძე გახლავთ, აერთიანებს მე-8 და მე-11 კლასის იმ მოსწავლეებს, რომელთაც ლიტერატურა ძლიერ უყვართ.
კლუბის სახელწოდებიდან გამომდინარე, პირველი შეხვედრა დაეთმო მხატვრული ფილმის - „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ განხილვას.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. გარდა მოსწავლეებისა, მსჯელობაში დიდი ხალისით ჩაერთვნენ სკოლის დირექტორი და პედაგოგები.
აღნიშნულ შეხვედრაზე კლუბის წევრების სურვილების გათვალისწინებით დაიგეგმა 2023- 2024 სასწავლო წელს წასაკითხი და დასამუშავებელი ლიტერატურაც.
კლუბის შემდეგი შეხვედრა მარტის ბოლოს გაიმართება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა