| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
14 თებერვალს, კოხტის საჯარო სკოლის II, III და IV კლასებს შორის ჩატარდა ვიქტორინა კომბინირებულ საგნებში. თამაშში მოსწავლეები აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ვიქტორინა შედგებოდა ორი ტურისგან: პირველ ტურში იყო კითხვები სავარაუდო პასუხებით, მეორე ტურის პირობა კი მოიცავდა “learning apps”-ის გამოყენებას
ვიქტორინის მსვლელობას აკვირდებოდა კომპეტენტური ჟიური.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესის გაზრდა, მოტივაციის ამაღლება, სწრაფი აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარის განვითარების ხელშეწყობა. ასევე გასათვალისწინებელი იყო დროის მონაკვეთის დაცვა და ელექტრონული რესურსის გამოყენება.
ვიქტორინას პედაგოგები ლილი შავაძე და ინდირა ხოზრევანიძე`ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა